მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მნიშვნელოვანია დავუპირისპირდეთ შეცდომაში შემყვან კამპანიებს საქართველოში” - Faceebok-ის პასუხი Bm.ge-ს

606caa4053c7f
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.21 22:25
2370
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავუპირისპირდეთ შეცდომაში შემყვან კამპანიებს და დავიცვათ სამოქალაქო დისკურსი საქართველოში,”- ასე პასუხობენ BMG-ის Facebook-ში. კომპანიამ დღეს წარადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც მათ მარტში საქართველოში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის მორიგი ქსელი დახურეს. 

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, Facebook-მა მარტის განმავლობაში საქართველოში 24 გვერდი, 23 ანგარიში, 12 ჯგუფი და 11 Instagram ანგარიში დაბლოკა. ამ დაბლოკილი გვერდების follower-ების რაოდენობა 119,000- აღემატებოდა, დაბლოკილი ჯგუფების წევრთა რაოდენობა კი 10,500-ზე მეტი იყო. ამასთან დაბლოკილ Instagram ანგარიშებს 1,600-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. როგორც Facebook-ის კვლევიდან ირკვევა, ამ ჯგუფების და ანგარიშების უკან მოძრაობა “ქართული მარში” იდგა. აღნიშნული ქსელი ავრცელებდა პოსტებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან, კორონავირუსის პანდემიასთან, საარჩევნოდ ხმებით მანიპულირებასთან დაკავშირებით. ასევე ამ ქსელის მიერ ხდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართ კრიტიკული შინაარსის პოსტების გამოქვეყნებაც.

Facebook-ის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის კამპანიის გამოვლენა Atlantic Council-ის Digital Forensic Lab-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გახადა შესაძლებელი.

საქართველოსთან ერთად ამ ანგარიშში საუბარია ტროლების ფაბრიკის და არაავთენტური ქცევის კამპანიის გამოვლენის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ესპანეთში, ეგვიპტეში, ბენინში, ალბანეთსა და მექსიკაში.