მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია რომ ბიზნესს წვდომა ჰქონდეს არამხოლოდ საბანკო სესხებზე, არამედ ინვესტიციებზეც - ლაშა ნოდია

61bf168c9206d
თამთა ჯიჯავაძე
20.12.21 09:00
662
მნიშვნელოვანია რომ ბიზნესს წვდომა ჰქონდეს არამხოლოდ საბანკო სესხებზე, არამედ ინვესტიციებზეც, - ამის შესახებ „ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველმა პარტნიორმა ლაშა ნოდიამ გადაცემა Forbes-კვირაში საინვესტიციო ფონდების შესახებ გასულ წელს მიღებული კანონის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა.

„როდესაც ქვეყანაში ჩნდება საშუალო ფენა, ხელშეწყობილი უნდა იყოს რომ გარდა დეპოზიტებისა, სხვაგანაც შეიძლებოდეს თანხების განთავსება. აქედან გამომდინარე, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული, ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს რამდენიმე კლიენტი, რომელიც ახლა არის ფონდის დაფუძნების პროცესში. ასევე არის დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი, რომელიც ქართულ ბაზარზე იზიდავს ინვესტიციებს იმისათვის, რომ თავის მხრივ ინვესტიციები კომპანიებში ჩადოს. ამგვარად კომპანიებს რომელთაც ზრდა სურთ, ეძლევათ შესაძლებლობა რომ ბანკის სესხის გარდა, მოიზიდონ ინვესტიციები", - განაცხადა ლაშა ნოდიამ.

ცნობისთვის, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიზანია საქართველოში ფონდების ბაზრის განვითარება, შესაბამისი წესების დადგენა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, აგრეთვე, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა.