04.ივლისი .2020 00:10

Moderna-ს აქციები 9.4%-ით დაეცა – მიზეზი პოტენციური ვაქცინის ბოლო ეტაპის ტესტირების გადადებაა

views 578
უკან

ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს აქციები 9.4%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ბიოტექნოლოგიურმა მწარმოებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ბოლო ეტაპის ტესტირება გადადო. აღნიშნული კომპანია ვაქცინაზე აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად მუშაობს. მას ვაქცინის კანდიდატის მესამე ეტაპის ტესტირება, რომელშიც 30 000 ადამიანი უნდა იყოს ჩართული, მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დაეწყო.

უცნობია, ზუსტად როდის დაიწყება ეს ეტაპი, თუმცა, როგორც Moderna-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა განაცხადა: „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა ივლისში. და ვადასტურებ ივლისს“.

შეგახსენებთ, Moderna-ს ვაქცინა იყო პირველი კანდიდატი, რომელმაც მარტში ადამიანებზე პირველი ეტაპის შემოწმება გაიარა.

მაისში კომპანიამ გამოაქვეყნა პირველი ეტაპის შემოწმების შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ვაქცინა ყველა მონაწილეში შემაკავებელი ანტისხეულების წარმოქმნას უწყობდა ხელს.

თუ ვაქცინამ ბოლო ეტაპიც წარმატებით გაიარა, ის საზოგადოებისთვის დეკემბერში ან 2021 წლის დასაწყისისთვის უნდა უყოს ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის მსოფლიოში 100-ზე მეტ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მათგან სულ მცირე 17 ვაქცინა უკვე კლინიკურ შემოწმებას გადის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა