მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moderna ვაქცინის გამოცდას ბავშვებში იწყებს

60509a3144a74
თათია კაკიაშვილი
16.03.21 21:00
692

ვაქცინების მწარმოებელი კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის შემოწმებას 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვაქცინის მე-2 და მე-3 ფაზებზე გამოცდა ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად ჩატარდება და ამ კვლევაში, აშშ-ისა და კანადის მასშტაბით, სავარაუდოდ, 6,750 პირი მიიღებს მონაწილეობას.



როგორც Moderna-ში აცხადებენ, კვლევის ეს ფაზები, საწყის ეტაპზე, უმცროსი ასაკის ბავშვებში სამი, ხოლო უფროსი ასაკის მოზარდებში - ორი დოზის მოქმედებას შეისწავლის. თუმცა, ჯერ უცნობია, რა დასკვნას გამოიტანენ კვლევის შუალედურ ანალიზზე, რის საფუძველზეც განისაზღვრება კვლევის მეორე ფაზაზე ვაქცინის პრეპარატის რა დოზას გამოიყენებენ. ხოლო ბავშვებს, რომლებიც კვლევაში იღებენ მონაწილეობას, 12 თვის განმავლობაში დააკვირდებიან.



”ეს პედიატრული კვლევა დაგვეხმარება, ამ მნიშვნელოვან ახალგაზრდა ასაკში Covid-19 ვაქცინის პოტენციური უსაფრთხოება და იმუნოგენურობა შევაფასოთ“,  - განაცხადა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფან ბანცელმა.



როგორც პრეპარატის მწარმოებელ კომპანიაში განმარტავენ, Moderna-ს ვაქცინა მოზრდილებისთვის სრულიად უსაფრთხოა. მან 94.1% ეფექტიანობა აჩვენა Covid-19- ის პროფილაქტიკის ნაწილში. კომპანიის ინფორმაციით, ვაქცინა დადებითად მოქმედებს ყველა დემოგრაფიულ ჯგუფსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებში. პრეპარატის დოზები კი ორ ნაწილად, რამდენიმეკვირიანი შუალედით მიიღება.