მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოითხოვს თუ არა მთავრობა ეკლესიებში წირვების აკრძალვას? - გახარიას პასუხი

5e7093e986ad8
ინგა მურუსიძე
17.03.20 13:11
1159
მთავრობა ეკლესიასთან მართავს კონსულტაციებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა მთავრობა ეკლესიებისთვის გარკვეული აკრძალვების დაწესებას.

„მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაცია დახურულ სივრცეებში ღონისძიებების არგამართვის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბევრი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში რეკომენდაციებს გავცემთ. ეს ასეც გაგრძელდება. თუმცა იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როცა ამ სფეროში შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. კონსულტაციებს ვმართავთ და ასეც გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.