მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moody’s-მა რუსეთის რეიტინგი B3-დან Ca–მდე შეამცირა

6224a806a90c3
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.22 17:00
732
სააგენტო Moody’s Investors Service კვირას რუსეთის საკრედიტო რეიტინგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და შეამცირა. საუბარია 
გრძელვადიანი ემიტენტების და არაუზრუნველყოფილი ვალის რეიტინგის B3-დან Ca დონეზე ნეგატიური პროგნოზით შეცვლაზე.

რუსეთის რეიტინგის გაუარესება განპირობებულია შიშით, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ კაპიტალის კონტროლი შეზღუდვას ტრანსსასაზღვრო გადახდებს, მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციებით ვალის მომსახურებას. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ რუსეთი ვალის მომსახურებას სათანადოდ ვერ შეძლებს. ამასთან Moody’s-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთში დეფოლტის რისკი გაიზარდა.

Moody's-ის მოსაზრება ემყარება ეროვნული ანგარიშსწორების დეპოზიტარის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ 2 მარტს სამთავრობო ვალის მხოლოდ ნაწილი გაისტუმრეს. ობლიგაციების სარგებელი და თანხა დაერიცხათ მხოლოდ ადგილობრივ მევალეებს. საქმე ისაა, რომ არსებობს რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც არარეზიდენტებზე გადახდებს კრძალავს.

რაც შეეხება რეიტინგის "ნეგატიური პერსპექტივას" ეს მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკებს ასახავს, რომლებიც მკაცრი სანქციების დაწესებასთან არის კავშირში.