მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უნდა ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზეც - გახარია

5f4ba4823726f
BM.GE
30.08.20 17:00
1908
"მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, აუცილებელია ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე, ის რაც დაგვრჩა, შევინარჩუნოთ“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რესან კონცელიძის წარდგენისას. 

გიორგი გახარიას თქმით, ქალაქის გეგმაზომიერ განაშენიანებას ახალი გენერალური გეგმა ესაჭიროება, რომლის  შედგენაზეც ტენდერი წელს გამოცხადდება. 

=„ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ზუსტი გეგმა გვაქვს ყოველდღიური გაწერილი და ეს ბათუმის მშენებლობის ტემპებსაც ეტყობა.

უნდა გვქონდეს ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ადრეც უნდა გაკეთებულიყო, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ბათუმის განვითარება ყველანაირი ჩვენ არ გვინდა და ის, რაც ძველი ბათუმიდან დარჩენილია, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ამისთვის გვჭირდება განაშენიანების გეგმა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.