„მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების ჩაშლის თაობაზე რუსეთის მუქარამ მსოფლიო ბაზრებზე ხორბალი უკვე გააძვირა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩმა გაეროში სტამბოლის შეთანხმების შესაძლო ჩაშლის შესახებ განაცხადა, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი გაიზარდა.
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ დერეფნის ჩაკეტვა მსოფლიოს ბაზრებზე ხორბალს გააძვირებს, რაც თავის მხრივ, საქართველოზეც მოახდენს გავლენას.
„არსებობს საშიშროება, რომ რუსეთმა „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა აღარ გააგრძელოს. საუბარი იყო, რომ რუსული მხარე უკმაყოფილოა ამ დერეფნის მუშაობით. როგორც ისინი ამბობენ, რუსულ ხორბალსა და სასუქებს მსოფლიო ბაზარზე ე.წ. ფარული სანქციები პრობლემებს უქმნის. გაეროში რუსეთის წარმომადგენლებმა გენერალურ მდივანს წერილი მიწერეს ამის თაობაზე. ამ საკითხის განსახილველად 16 ოქტომბერს გაეროს წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან. თუმცა იმ დერეფნის არგაგრძელებაზე საუბრის დაწყებამ უკვე იმოქმედა მსოფლიოს ბირჟებზე და ფასები 2% გაიზარდა ჩიკაგოს ბირჟაზე. ამას მიჰყვა პარიზის ბირჟა. მოლაპარაკება თუ წარუმატებლად დასრულდება, ცხადია, ეს აისახება მსოფლიო ბაზარზე.
ჩვენ უკრაინულ ხორბალზე პირდაპირ არ ვართ დამოკიდებული, თუმცა ამ დერეფნის მუშაობა პირდაპირ აისახება ხორბლის ფასზე მსოფლიოს ბაზარზე. იცით, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებულია მცურავი ბაჟი. ფორმულა, რომლითაც გამოითვლება ეს საბაჟო გადასახადი, მიბმულია მსოფლიო ბაზრის ფასზე. თუ მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა, ეს გაზრდის რუსული ხორბლის საბაჟო გადასახადსაც. შესაბამისად, ეს გავლენას მოახდენს საქართველოზეც“, - განაცხადა სილაგავამ.
არსებული რისკების გათვალისწინებით, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ ხორბლის მარაგების აუცილებლობაზე საუბრობენ. საქართველოში მოქმედი მსხვილი წისქვილკომბინატები კი არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო ამ მარაგების შექმნას ვერ ახერხებენ.
„ხორბლის მარაგების შექმნა სურვილთან ერთად, დამოკიდებულია ფინანსურ საკრედიტო რესურსებზე. ამ რაოდენობის თავისუფალი თანხა ცხადია, რომ წისქვილკომბინატებს არ აქვთ. ამიტომ, მარაგების შესაძენად მათ უნდა აიღონ კრედიტები. საფინანსო ორგანიზაციებს კი თავიანთი გათვლები და რისკები აქვთ - თუ სიტუაცია შეიცვალა, შემოტანილი ხორბლის გადამუშავება შეიძლება უფრო ძვირი იყოს, ვიდრე ფქვილის იმპორტი“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი