ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი, სილვიუ დომენტე აცხადებს, რომ ჯანმოს ანალიზით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის, ეს დაახლოებით ჯიბიდან გადახდების საერთო წილის 70%-ს შეადგენს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
„მედიკამენტების ფასი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში და გლობალურად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ფინანსური ანალიზი გააკეთა, რამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის, ეს დაახლოებით ჯიბიდან გადახდების საერთო წილის 70%-ს შეადგენს.
ასევე შევისწავლეთ მედიკამენტების შესყიდვისა და მომარაგების ნაწილი. მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, - განაცხადა ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ზაალ კაპანაძე, ჯანმოს რეგიონული დირექტორი, სილვიუ დომენტე და ა.შ.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას. შეხვედრაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება