მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი და ბაქო რამდენიმე მეგა-პროექტს ამზადებენ - ლავროვი

63fd169bb5778
ალა ისპირიანი
28.02.23 00:17
1383
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი და ბაქო რამდენიმე მეგა-პროექტს ამზადებენ. ამის შესახებ მან ბაქოში ვიზიტისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა რეკორდულ დონეს აღწევს, თუმცა მისი თქმით ეს საკმარისი არ არის, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმე მეგაპროექტის მომზადებაა განხილული.

„დიდი მადლობა, ძვირფასო ილჰამ. უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით გადმოგცეთ პრეზიდენტი პუტინის გულწრფელი მოკითხვა და მეგობრული სურვილები. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩვენი მოკავშირეების ურთიერთქმედების განვითარებას.

ჩვენ რეგულარულ კონტაქტზე ვართ ჩემს კოლეგასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვთან და ეჭვგარეშეა, რომ საქონლის ბრუნვა, რაც ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებელია, რეკორდულ დონეებს აღწევს და ეს არ არის ზღვარი. იმიტომ, რომ თქვენ პრეზიდენტ პუტინთან განიხილეთ რამდენიმე მეგაპროექტის მომზადება, რომელიც იქნება არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონალური და გლობალურიც კი“, - განაცხადა ლავროვმა ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აზერბაიჯანშია. მისი ბაქოში ვიზიტი 27-28 თებერვალს გაგრძელდება.