მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის საფონდო ბირჟა ინვესტორთა ნაწილისთვის იხსნება

62fa07d462b30
გიორგი თოლორდავა
15.08.22 13:30
923
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟა (MOEX) „მეგობრული სახელმწიფოების“ წარმომადგენელი ინვესტორებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის ნაწილობრივ იხსნება.

საწყის ეტაპზე აღნიშნული ინვესტორები რუსული ობლიგაციებით ვაჭრობის საშუალებას მიიღებენ, მომდევნო ეტაპზე კი მათთვის ფასიანი ქაღალდების ბირჟის სრულად გახსნაა დაგეგმილი.

MOEX-ზე ვაჭრობის საშუალებას მიიღებენ მხოლოდ იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებიათ, ასეთ ქვეყნებს შორის უმნიშვნელოვანესია: ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟა დაიხურა - ინვესტორებს შეეზღუდათ რუსული კომპანიების აქციებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რითაც რუსეთის მთავრობამ ხელი შეუშალა ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის გადინების პროცესს.

საგულისხმოა, რომ უცხოეთიდან რუსეთში განხორციელებული ინვესტიციების თითქმის 90% აშშ-ზე, კანადაზე, იაპონიასა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, მათთვის კი მოსკოვის საფონდო ბირჟა ისევ დახურულია.