მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებ კონგრესს, დაამტკიცოს $12-მილიარდიანი პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის - ბაიდენი

62278a9b1770d
ინგა მურუსიძე
08.03.22 20:57
9339
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, დაამტკიცოს ახალი $12-მილიარდიანი პროგრამა უკრაინის დასახმარებლად.

როგორც ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეიძლება უკრაინას ჰყავდეს ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი, თუმცა ვლადიმერ პუტინი ვერასდროს შეძლებს ქვეყნის ხელში ჩაგდებას.

„შეიძლება პუტინმა კონტროლი დაამყაროს კონკრეტულ ქალაქებზე, მაგრამ მთლიანი ქვეყნის კონტროლს ვერ შეძლებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და მინდა მოვუწოდო კონგრესს, რომ დაამტკიცოს $12-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფლება. ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკურ თუ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის და უზრუნველვყოფთ მის მხარდაჭერას ტირანიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბაიდენმა.