მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ

63d61a89df3e8
მარიამ იზორია
29.01.23 12:20
2006
2022 წლიდან დაწყებული მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები თანამშრომლობის მასიურად გათავისუფლების შესახებ აცხადებენ. მომდევნო თვეების განმავლობაში 11 ათასამდე დასაქმებულის დათხოვნას გეგმავს კომპანია მაიკროსოფტი, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 5%-ია.

წლის დასაწყისში 18 ათასამდე თანამშრომლის დათხოვნის შესახებ განაცხადა ამაზონმაც. ტექნოლოგიური გიგანტის ეს ქმედება პირდაპირ კავშირშია მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან და კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის შემცირებასთან.

3 200-მდე აპირებს სამუშაო ძალის შემცირებას კომპანია ფორდიც. ამ შემთხვევაში მიზეზი ფორდის სტრატეგიული მიზანი- ელექტრომანქანებზე სრულად გადართვაა.

რა ხდება მსოფლიოს შრომით ბაზარზე და რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილებები? - თემაზე გადაცემა „საქმიან დილასთან“ საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია “Insource”-ის მმართველმა პარტნიორმა მედეა ტაბატაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი პანდემიის შემდეგ დაიწყეს და ეს ახლაც გრძელდება.

მედეა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოთავისუფლებული ტექნოლოგიური ტალანტები ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომელთაც აქამდე მათი დაქირავება არ შეეძლოთ.

„ის ტექნოლოგიური ტალანტები, რომლებიც მსხვილმა კომპანიებმა დაიქირავეს 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, შეიძლება აღარ იყვნენ საჭირო ამ კომპანიებში. ეს გამოთავისუფლებული ტალანტი ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომლებისთვისაც აქამდე მათი დაქირავება ძალიან ძვირი იყო და ეს ტექნოლოგიური კომპანიებიც ძალიან აძვირებდნენ ტექნოლოგიური ტალანტების ბაზარს.

კომპანიების ამ გადაწყვეტილებით გაჩნდება თავისუფალი ტალანტი, ასევე შედარებით შეიცვლება მათი ანაზღაურებაც, რადგან არ არსებობს ისეთი ბევრი მდიდარი კომპანია როგორიც ის კომპანიები, რომლებმაც ამ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება დაიწყეს, სხვა კომპანიები კი მათ ასეთ ანაზღაურებას ვერ შესთავაზებენ.

რაც შეეხება ამ პროცესის გავლენას სხვა ქვეყნებზე - ეს შეიძლება სასიკეთოც იყოს. ალბათ, გარკვეული პერიოდი ამერიკული კომპანიების მხრიდან სხვა ქვეყნის ტექტალანტებზე მოთხოვნა შემცირდება, თუმცა ეს ადგილობრივ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს დაიქირავონ კადრები“ - აღნიშნავს ის.