მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

5da8313b0a29f
მიხეილ ხაჩიძე
17.10.19 22:00
2159
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდებს შორის კვლავ ამერიკული კომპანიები ლიდერობენ. მიუხედავად კონკურენციის ზეწოლისა, Apple, Google, Amazon, Microsoft და Coca-Cola რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე არიან. ბრენდების რეიტინგი ბაზრის კვლევითმა ორგანიზაცია Interbrand-მა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ რეიტინგში Facebook-ი მე–9 პოზიციიდან მე–14 ადგილზე გადავიდა.


234 მილიარდი დოლარის ღირებულებით Apple ხუთშაბათის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგში პირველ ადგილზეა. კომპანიის ღირებულება უკანასკნელ ერთ წელიწადში 9%-ით გაიზარდა.



მეორე ადგილზე Google-ია, რომლის ღირებულებაც 167,7 მილიარდ დოლარია, მესამე პოზიცია კი Amazon–ს ერგო. ჯეფ ბეზოსის კონცერნს 24 პროცენტით ზრდა უფიქსირდება და დაახლოებით 125.3 მილიარდ დოლარის ღირებულებისაა.



ათეულში ასევე შევიდნენ; Microsoft,  Coca-Cola, Sumsung, Toyota, Mercedes-Benz, McDonald’s, და Disney.



აღსანიშნავია, რომ როგორც ბაზრის მკვლევარებმა გამოიანგარიშეს, Facebook-ს 12-პროცენტიანი ვარდნა ჰქონდა და მისი ღირბულება 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ გამოთვლებით კი პოპულარული სოციალური ქსელი რეიტინგში მე–9–დან მე–14–ე ადგილზე გადავიდა.


საგულისხმოა, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში ორი ევროპული კომპანიაც მოხვდა. მე–8 ადგილზე გასული გერმანული Mercedes-Benz–ის ღირებულება 50,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მე–11 პოზიციაზე მოხვედრილი BMW 40.4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.