საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარების დაკვირვება და 15 მაისამდე მთავრობისთვის ანგარიშის წარდგენის დაავალა. 16 მაისს გამართულ მთვარობის სხდომაზე კი, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა.
ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალ ფასად რეალიზაციის საკითხზე გადაცემა „საქმის კურსში“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა და სააგენტოს მოკვლების შუალედური ანგარიშის მიხედვით განაცხადა, რომ მარტ-აპრილში მსხვილი კომპანიების ნაწილი რუსეთიდან შემოტანილ დაბალი ღირებულების საწვავს, საცალო ქსელში მაღალი ფასნამატით ყიდიდა.
"კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის პირველ 4 თვის საწვავის ბაზარზე დაკვირვება და მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ჩვენთვის საყურადღებო თვეები მარტი-აპრილის პერიოდია, რომელიც წინა კვარტლის გარკვეული სურათისგან განსხვავდება. დაახლოებით მარტის ბოლოდან, საქართველოში გაიაფებული ნავთობის და საწვავის იმპორტი ხორციელდებოდა, რაც აპრილის დასაწყისშიც გაგრძელდა. აქ საუბარია, როგორც ევროპულ, ასევე არაევროპულ საწვავზე. 12 მარტის შემდეგ გარე ბაზრებზე საწვავის ფასის შემცირება დაიწყო, ასევე ქვეყნის შიგნით კურსის გამყარება დაიწყო და ამან საქართველოში საწვავის იაფი ღირებულებით შემოდინება განაპირობა, თუმცა მთელი აპრილის პერიოდში აღნიშნულ გარემოებას რიგი მსხვილი კომპანიების საცალო ფასებზე გავლენა არ მოუხდენია და მომხმარებელს ეს არ უგრძვნია.
არაევროპული და ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის ღირებულება რომ შევადაროთ, არაევროპული ქვეყნებიდან შემოტანილი საწვავის თვითღირებულება, დაახლოებით, 20-25 თეთრით იაფია. ძალიან ბევრი კომპანია, მათ შორის მსხვილი იმპორტიორები და ქსელები, საწვავის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებდნენ. მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, სწორედ რუსეთიდან შემოტანილ საწვავში ძალიან მაღალი მარჟები და მაღალი ფასნამატები იყო, მათ ბევრად მეტი ფასის კლების რესურსი ჰქონდათ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
„ჩვენი მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებისას კარგად გამოჩნდება ის ფასნამატი, რომელიც კომპანიებს როგორც ევროპული, ასევე არაევროპული ქვეყნებიდან შემოტანილ საწვავზე ჰქონდათ. წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით ეს ფასნამატები გაზრდილია. საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში, ჩვენი მთავარი ნაწილი არის ის რომ აპრილში, კომპანიებს ფასის შემცირების რესურსი გააჩნდათ.
თუ ჩვენს პლატსის ფასებს ვნახავთ 8-10 მარტიდან, თვის ბოლომდე საწვავის ღირებულება, დაახლოებით, 175 დოლარით შემცირდა და ეს აპრილშიც გაგრძელდა, თუმცა ზოგადად გვესმის, რომ გარემო არაპორგნოზირებადია და თუ 4-თვიან პერიოდს ავიღებთ, აქ საწვავის ფასის ზრდა გვაქვს. ამიტომაც გვაქვს ის შეხვედრები, რომელიც მსხვილ და მცირე კომპანიებთან დავიწყეთ“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება