ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს 16.3 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს. ეს თანხა ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან შედარებით 337 მილიონი ლარით მეტია.
ყველაზე მეტად 244 მილიონი ლარით დამატებული ღირებულების გადასახადის გეგმა იზრდება, რამაც მომდევნო წელს 6.7 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს. 55 მილიონი ლარით, 2 მილიარდამდე იზრდება მოგების გადასახდის გეგმა.
უფრო დეტალურად, საგადასახადო გეგმა ასეთია:
• საშემოსავლო გადასახადი - 5,106,800,000 ლარი, მატება მეორე წარდგენასთან 33,200,000 ლარი;
• მოგების გადასახადი - 1,945,000,000 ლარი, მატება მეორე წარდგენასთან 55,000,000 ლარი;
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 6,426,700,000 ლარი, მატება მეორე წარდგენასთან 243,650,000 ლარი;
• აქციზი - 2,100,000,000 ლარი, ცვლილება მეორე წარდგენასთან 0 ლარი;
• იმპორტის გადასახადი - 125,000,000 ლარი, მატება მეორე წარდგენასთან 5,000,000 ლარი;
• სხვა გადასახადები - 250,000,000 ლარი, ცვლილება მეორე წარდგენასთან 0 ლარი.
გარდა გადასახადებისა, მთავრობა მომდევნო წელს 200 მილიონი ლარის შემოსავალს მოელის პრივატიზებიდან. ეს 2022 წლის გეგმასთან შედარებით 100 მილიონი ლარით ნაკლებია. სავარაუდოდ, პრივატიზაციის გეგმის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ წელს პრივატიზაცია დადგენილ გეგმას ვერ მიყვება. წლის პირველ 9 თვეში სულ 157 მილიონის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, რაც წლიური გეგმის 52%-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება