27.მაისი .2020 13:51

მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტში ათი დღის ვადაში წარადგენს

მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტში ათი დღის ვადაში წარადგენს
views 430
უკან

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტში დაახლოებით, ერთი კვირიდან ათი დღის ვადაში წარადგენს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა ცვლილებების შესახებ რამდენიმე მაჩვენებელი წარმოადგინა. 

"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში აქტუალური არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.