საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს სექტემბერში გადახედავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ მიმდინარე წლის 5 თვის ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალია, ვიდრე ეს 2021 წლის ბოლოს 2022 წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტით იყო ნავარაუდები (6%), შესაბამისად, ეკონომიკის სექტორებზე დაკვირვებით, პროგნოზები გადაიხედება.
„საქართველოს მთვარობას წარდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, წლიურად 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ნავარაუდები. ეს იმ პირობებში იყო, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შეიქმნა. ამან ჩვენი გეგმები გარკვეულწილად შეცვალა. პირველი 5 თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი, იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ნავარაუდები გვქონდა.
შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენს პროგნოზებს მოგვიანებით შეიძლება გადავხედოთ, როდესაც ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი გვექნება. სავარაუდოდ, ეს სექტემბერში მოხდება. მანამდე ეკონომიკის განვითარების ტემპს სექტორულად ვაკვირდებით, ვეცნობით სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზებსაც“, - განაცხადა ხუციშვილმა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს