მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ევრობონდების დაფარვის ორ სცენარზე ფიქრობს – ბექა ლილუაშვილი

5f9c7478a14ec
თამთა ჯიჯავაძე
31.10.20 00:12
809
დღევანდელი მოცემულობით, ვალის დონე არის ძალიან მდგრადი, უამრავი ქვეყანა არის ჩვენი ვალის მაჩვენებელზე ბევრად უფრო მაღლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა Forbes Talks-ში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ევრობონდების დაფარვის ორ სცენარზე ფიქრობს:

„ვფიქრობთ და კონკრეტულ სცენარებზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ ერთი სცენარის პირობებში რომ დავფაროთ სრულად. მეორე სცენარის პირობებში დავფაროთ გარკვეული ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილის რეფინანსირება მოვახდინოთ, ოღონდ ეროვნულ ვალუტაში. ანუ არიან კონკრეტული საერთაშორისო ინსტიტუციები, რომლებიც ითხოვენ რომ „ბენჩმარკ ბონდი“, საქართველოსთვის ევრობონდი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეს საშუალება, რომ დაფაროთ, ნუ მოკლავთო. ეს პორტფელებში უნდა არსებობდეს.

სცენარში განვიხილავთ შენარჩუნებას, ოღონდ ეს რომ გავხადოთ შიდა ბაზრის "ბენჩმარკ ბონდი", რომელიც იქნება დენომინირებული ლარში. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ეს გვინდა როგორც ფენომენი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის: ბექა ლილუაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ხვალ, 20:00 საათზე BMG-ის ციფრულ არხზე.