მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას გეგმავს

6267e2cc8cfde
მარიამ ვარადაშვილი
26.04.22 16:21
1140

რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას გეგმავს.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას - გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე სახელმწიფო ტენდერებში ჩართული სამშენებლო კომპანიებისთვის ამოქმედდება თუ არა ინდექსაციის სისტემა, რომელსაც ბიზნესი რამდენიმე თვეა ითხოვს. 

“ინდექსაცია, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოიყენება 18 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მასშტაბური პროექტებისთვის და ის ამ ორგანიზაციების პროცედურულ საკითხს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ  ინდექსაციის ასეთ ფორმას მხოლოდ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები იყენებენ, მთავრობა ყოველთვის გულდასმით უყურებს სექტორის პრობლემებს და შესაბამისი განკარგულება დამტკიცდება.

[ამ განკარგულების] ფარგლებში ეს ინდექსაცია გავრცელდება მიმდინარე ხელშეკრულებებზეც, რაც როგორც წესი გარკვეული გარემოებების გარდა, არ ხდება ხოლმე. ასევე მიმდინარე და გამოცხადებულ ტენდერებზე [გავრცელდება], რათა ეს პარიტეტი დაცული იყოს და ჩვენს კონტრაქტორებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, შესაბამისი ცვლილება რომ აისახება ინდექსის თვალსაზრისით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გარდა დამატებითი თანხა მიიღონ”, - ამბობს ქარსელაძე. 

მისივე თქმით, ინდექსის დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავებაში საქსტატიც არის ჩართული. 

ინდექსაცია გულისხმობს მარტივ პრინციპს - სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ხდება საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ სავარაუდო თანხის დათვლა, რითაც კომპანიამ საბაზრო ფასებს გადააჭარბა. აღსანიშნია, რომ ეს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი და როდესაც სამუშაო იაფდება, ეკონომიას სახელმწიფოც იღებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები