მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მიმდინარე წელს სოფლის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებას აორმაგებს

5d88ec18bdc12
დავით ჯალაღონია
24.09.19 10:15
913
მიმდინარე წელს სოფლის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება ანუ გაორმაგდება. ამის შესახებ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტშია ნათქვამი.

აღნიშნული პროგრამა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ მიმდინარე წელს აღდგა.

პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში ბრუნდება.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს დღეს გადაუგზავნა.