მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საგადასახადო გეგმას 720 მლნ-ით ზრდის - რომელი გადასახადების მობილიზება იზრდება

60e45e16acf02
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.21 17:46
929
გამოქვეყნდა 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის საგადასახადო თავი 720 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 11.06 მილიარდ ლარს მიაღწევს. 

პარლამენტი ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვას მიმდინარე კვირაში დაიწყებს. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკა წელს 4.3%-ის ნაცვლად 7.7%-ით გაიზრდება. შესაბამისად, მასში საგადასახადო პროგნოზიც იცვლება.

უფრო დეტალურად, გადასახადების გეგმის მატება ასეთია:

• დღგ - ზრდა 399 მილიონი ლარი, 2021 წლის განახლებული პროგნოზი 4.74 მილიარდი ლარი;
• აქციზის გადასახადი - ზრდა 218 მილიონი ლარი, 2021 წლის განახლებული პროგნოზი 1.8 მილიარდი ლარი;
• საშემოსავლო გადასახადი - ზრდა 90 მილიონი ლარი, 2021 წლის განახლებული პროგნოზი 3.4 მილიარდი ლარი;
• იმპორტის გადასახადი - ზრდა 3 მილიონი ლარი, 2021 წლის განახლებული პროგნოზი 80 მილიონი ლარი.

დოკუმენტის თანახმად, უცვლელია მოგების გადასახადის საპროგნოზო გეგმა და ის კვლავ 951 მილიონ ლარს შეადგენს.