01.ოქტომბერი .2020 10:10

მთავრობა საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე კიდევ 7.9 მლნ-ს დახარჯავს

views 353
უკან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კარანტინის ზონების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით 7.9 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. 

ტურიზმის ადმინისტრაციამ ამ შესყიდვის განხორციელებაზე ნებართვის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სასტუმრო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდება.

"შესყიდვის საჭიროება და გადაუდებლობა გამოწვეულია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით. რაზეც სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164, 11 მარტის N498, 2020 წლის 13 მარტის N538 და 2020 წლის 18 მარტის N554 განკარგულებების საფუძველზე დაევალა საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფა და შესაბამისად სასტუმროების მობილიზება", - ნათქვამია განაცხადში. 

ადმინისტრაციამ აგვისტოში საკარანტინე ზონებზე დამატებით 21 ლარის გამარტივებულ შესყიდვებზე მოითხოვა თანხმობა, 
7.8 მილიონი ლარის დახარჯვის ნებართვა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმაც მიიღო. 

ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს საკარანტინედ სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი აქვთ დახარჯული.

შეგახსენებთ, რომ აქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 დღემდე შემცირდა სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობა.

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5445 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა