მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს - ერთ-ერთი პირველი, სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება

601264796f88a
ინგა მურუსიძე
28.01.21 11:17
1511
მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაზე მსჯელობს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, რომ ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომლის რეფორმირებაც იწყება, სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება.

გახარიას თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს სახელმწიფო საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოები.

„ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, არის, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის აუცილებლობა გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია. პროცესს პირველ რიგში ვიწყებთ სახელმწიფო ელექტროსისტემით და დღეს ვიმსჯელებთ, როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო“, - განაცხადა გახარიამ.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის შეიქმნება სახელმწიფო ჯგუფი, რიომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს.

გახარიას თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემა არ იქნება ერთადერთი, რომლის რეფორმირებაც მოხდება.