მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ჰესებში ინვესტირების ახალი მექანიზმი დაამტკიცა - რას გულიხმობს ცვლილება?

5efdb34f90780
ინგა მურუსიძე
02.07.20 14:21
1438
შემოვიღეთ წესი, რომ მცირე და საშუალო ჰესებში ინვესტიციის მოსურნე ადამიანები და კომპანიები ივაჭრებენ ენერგეტიკულ ბირჟაზე და იქ მიღებულ შემოსავალთან ერთად სულ მცირე, 1,5 დოლარ ცენტს მიიღებენ თითოეულ გაყიდულ კვტ.სთ-ზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს დავამტკიცეთ ელექტროსადგურების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი. ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა მიდიოდა იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი ინვესტორებისთვის, ვისაც აქვს სურვილი განავითაროს მცირე და საშუალო ჰესები. ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, ასევე ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა განხორციელდება და ზუსტად ახლა ამ ბირჟის დაფუძნების შედეგებზე დაყრდნობით შემოვიღეთ წესი, რომ მცირე და საშუალო ჰესებში ინვესტიციის მოსურნე ადამიანები და კომპანიები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და ბირჟაზე მიღებულ შემოსავალთან ერთად სულ მცირე, 1,5 დოლარ ცენტს მიიღებენ, გამომუშავებული ელექტროენერგიისა. ეს არის ევროპული პრაქტიკა, რის წყალობითაც ენერგეტიკა ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება’, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიები მეტ დაინტერესებას გამოხატავენ, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე მათთან კონსულტაციები გავლილია.