მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ კომპანიების ოპერირებისთვის კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს - ზურაბ ჭიაბერშავილი

5e9d967b26dd2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.20 20:50
1017
მთავრობამ კომპანიების ოპერირებისთვის კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობას თავდაპირველად ყველა კომპანია კი არ უნდა გაეჩერებინა და შემდეგ შეემოწმებინა ისინი, არამედ უნდა განესაზღვრა კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანიები შეძლებდნენ თავისი ბიზნესაქტივობის შენარჩუნებას, ხოლო მთავრობა მათ შერჩევითი წესით გააკონტროლებდა და საჭიროების შემთხვევაში დახურავდა კიდეც.

„როდესაც ჩვენ ეკონომიკური გეგმა წარვადგინეთ, იქ ლაპარაკი იყო ხალხისთვის მნიშვნელოვან სოციალურ დახმარებაზე; ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაკეთების კუთხით და ასევე დერეგულაციაზე, ანუ ბევრი შეზღუდვა, რაც არსებობდა მანამდე უნდა მოიხსნას იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესმა სწრაფად დაიწყოს აღდგენა.

ყველას გვესმის, რომ დროებითი შეზღუდვები საჭიროა, მაგრამ არ გამოვა ამ შეზღუდვების დაწესება ისე რომ არ გვითხრან რა კრიტერიუმებით აწესებენ და რა პირობებში მოიხსენბა ეს შეზღუდვები - რა უნდა იყოს ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები, ან რას ელოდებიან, არ შეიძლება ასე ბრმად ვიჯდეთ სახლში და ველოდოთ. უნდა არსებობდეს კრიტერიუმები, რომელიც შესრულების შემთხვევაში გავიხსნებით, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მოგვიწევს გაგრძელება. ასე ბრმად იჯექი სახლში, რას გვაძლევს, მით უმეტეს ქვეყანას ჰყავს ისეთი ჯანდაცვის მინისტრი, რომლის იმედი არავის აქვს რომ ადექვატური იქნება ჯანდაცვის სისტემის მზაობა მისი ხელმძღვანელობის პირობებში.

ყველაზე კარგი გზა ის კი არ არის, რომ ჯერ ავკრძალოთ ყველა კომპანიის ოპერირება და მერე რამდენსაც მოასწრებს მთავრობა ისინი გახსნას, არამედ მთავრობამ უნდა ახსნას ის კრიტერიუმები რა შემთხვევაში არ უნდა მოქმედებდეს კომპანია. დანარჩენს მთავრობა შერჩევითად ამოწმებს და პირობების არ არსებობის შემთხვევაში ხურავდეს.

დაახლოებით ეს მიდგომა მოგვცემდა იმას რომ საბოლოო ჯამში ბიზნესი იმუშავებდა, ისე რომ პირობები ყოფილიყო დაკმაყოფილებული და ეს იქნებოდა ყველაზე ადექვატური გამოსავალი ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.