მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ “მოსავლის მართვის კომპანია” დააფუძნა და 15 მლნ ლარის ყურძენს ყიდულობს

5f6b2f61daa1c
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.20 15:28
3348
საქართველოს გადასახადის გადამხდელები წლევანდელ რთველში მევენახეებისთვის მოსავლის აღებას 50 მილიონი ლარით დააფინანსებენ. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი.

მევენახეთა სუბსიდირების პროგრამის შესახებ შესყიდვების სააგენტო ორ წინადადებას განიხლავს. მათგან პირველი შპს “აკურას” განაცხადია 35 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვაზე, ხოლო მეორე შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” განაცხადია 15 მილიონი ლარის ყურძნის შესყიდვის შესახებ..

მთავრობის დაკვეთით ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ ყურძენს, რომელსაც შემდგომში დაწურავენ და ან ღვინო მასალად ან სპირტად აქცევენ. არსებული გეგმის მიხედვით, სახელმწიფო კომპანია შემდგომში ამ ღვინის/სპირტის რეალიზებას მოახდენს.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “მოსავლის მართვის კომპანია” 2020 წლის 4 აგვისტოს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. ღვინის კომპანია “აკურა” კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია.

რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი ახალი არაა და ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელსაც გამოიყენა. 2019 წლის რთველის დროს, “აკურამ" მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც ამ ყურძნისგან სპირტი/ღვინო მასალა დაამზადა.

2020 წლის რთველში 300,000 ტონამდე მოსავალს პროგნოზირებენ. ჯერჯერობით უცნობია ამ ყურძნიდან რა წილს შეისყიდის საქართველოს მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები