მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრა" - ნინო ზამბახიძე "სოფელზე ზრუნვის" პაკეტს აფასებს

5ebaaa230c43f
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.20 17:58
2240
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას „სოფელზე ზრუნვის“ პაკეტს დადებითად აფასებს და მთავრობას მადლობას უხდის.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნინო ზამბახიძე განმარტავს, მთავრობამ ყველა ის საკითხი გაითვალისწინა, რომელიც ფერმერებს ჰქონდათ და რომელიც ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო აღნიშნული.

„იშვიათად ვარ კმაყოფილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრა! ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე, ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი.

• თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით
• ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.
• ფერმერები სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში.
• 50 % გრანტს მიიღებენ ტექნიკაზე

. გაგრძელდება ხელშეწყობა, სამაცივრე შემნახველ და გადამამუშავებლებზე
. დაფინანსდება სარწყავი სისტემები და სასათბურე მეურნეობები. ეს არასრული ჩამონათვალია ანტიკრიზისული გეგმის!“, - წერს ნინო ზამბახიძე.