სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელის თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად კომპანია DOPPELMAYR-ს დამატებით 1.85 მილიონ ევროს, ანუ 7.4 მილიონ ლარს გადაუხდის. ავსტრიულმა კომპანიამ ამ თანხით თბილისში საბაგიროს მოწყობისთვის სხვადასხვა სახის საინჟინრო სამუშაო უნდა შეასრულოს.
ეს საბაგიროს მშენებლობის ძირითადი ხარჯები არაა, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული აქვს კიდევ ერთი - 7.4-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საბაგიროს ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობას ეხება. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 18 იანვარს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საბაგიროს პროექტი მომდევნო 15 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა.
2012 წელს გაფორმებული კონტრაქტით საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილი უკვე წარმოებულია და მასში 4 მილიონი ევრო არის გადახდილი. თუმცა აღნიშნული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში ინახება.
პროექტის განსაკუთრებული გაჭიანურება რუსთაველის გამზირზე საბაგიროს ადგილმდებარეობის ცვლილებას უკავშირდება.
თავდაპირველად საბაგიროს ქვედა სადგური სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა 2016 წელს დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა.
დედაქალაქის მერიამ საბაგიროს სადგურის ასაშენებლად, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარედ არსებული 11 საცხოვრებელი ფართის ტერიტორია უკვე გამოისყიდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა