მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის რაოდენობა 20%-ით შემცირდა” - “აუგუსტი”

61adfc03b3904
მარიამ იზორია
07.12.21 10:10
754
“მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის რაოდენობა დაახლოებით 20%-ით შემცირდა” - ამის შესახებ BM.GE-ს “აუგუსტის” თანადამფუძნებელმა ქრისტინე მორჩილაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის საქმიანობაზე “ლოქდაუნის” პერიოდიც ტრანსპორტის შეზღუდვის გამო უარყოფითად აისახა, თუმცა კომპანიამ მომხმარებლის შენარჩუნება გატანის სერვისის დახმარებით მოახერხა.

“პანდემიის პერიოდში მთავარი სირთულე “ლოქდაუნები” იყო, რადგან უპირველესად ადამიანები ოფისებში აღარ დადიოდნენ, ამან ჩვენთან ლანჩების რაოდენობა შეამცირა. ცუდად აისახა ტრანსპორტის გაჩერებაც, რადგან ადამიანები ისეთი სიხშირით აღარ გადაადგილდებოდნენ. ამ დროისთვის გაყიდვებზე გავლენას მწვანე პასპორტი ახდენს, ამან მომხმარებლის რაოდენობა ადგილზე გამასპინძლების მიმართულებით 20%-ით შეამცირა, რადგან გვიწევს, რომ მწვანე პასპორტის არ მქონე მომხმარებელს მომსახურებაზე უარი ვუთხრათ” - განმარტავს “აუგუსტის” თანადამფუძნებელი.


ქვეყანაში მწვანე პასპორტების სქემა მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან მოქმედებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები