მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად იქნება თუ არა მთავრობა ვირუსის მეორე ტალღისთვის? - პრემიერის პასუხი

5ece6c2a381f4
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 17:40
802
მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზაობას შეეხებოდა.

„ბიზნესთან და კონკრეტულ კომპანიებთან თანამშრომლობის რაღაც მოდელები უკვე დავალაგეთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. რაც შეეხება სასურსათო უზრუნველყოფას, ქვეყნას აქ არანაირი პრობლემები არ ექნება, როგორც ამ კრიზისის დროს, რომელიც  აბსოლუტურად მოულოდნელი იყო...დაახლოებით 1-2 საათი სუპერმარკეტის დახლებზე იყო პატარა დეფიციტი და ამაზე ხდებოდა რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა, უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში“, - განმარტა პრემიერმა.