მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა

5dd658241b6cf
BM.GE
21.11.19 13:25
711
ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

"დაახლოებით 50 წელია, რაც გორდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები არ შესრულებულა. გზის საფარი მთლიანად ამორტიზებული იყო და ნალექიან ამინდში მოქალაქეებს ძალიან უჭირდათ გადაადგილება. დავასრულეთ ქუჩის კაპიტალური შეკეთება და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რამდენიმე დღეში გორდის ქუჩაზე ხის ნერგებსაც დავრგავთ", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 325 000 ლარი დახარჯა.