მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან ყოფილიყო გასროლილი - ჯო ბაიდენი

6374703153be3
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.22 09:02
1199
არ მინდა წინასწარ ვთქვათ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან ყოფილიყო გასროლილი, - აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს.

მან დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც პოლონეთში მომხდარს გამოეხმაურა. საქმე ის არის, რომ გუშინ ორი რუსული რაკეტა სწორედ პოლონეთში ჩამოვარდა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.

"ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტ დუდას, ასევე ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების შესახებ. მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პოლონეთის გამოძიებას მომხდარზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავადგენთ ზუსტად რა მოხდა. ვფიქრობთ, ეს არის სრულიად გაუაზრებელი თავდასხმა. მაშინ როდესაც დიდი ოცეული რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, რუსეთი ესკალაციას აგრძელებს.

არ მინდა წინასწარ ვთქვათ, მაგრამ ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან ყოფილიყო გასროლილი", - განაცხადა ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები