მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამაი ვაკე" - სახლი, სადაც უნდა იცხოვრო

5e59288b6f996
თათია ჩაფიჩაძე
28.02.20 19:15
3970

სახლი, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და ენერგოეფექტური უნდა იყოს. ამასთანავე, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ცენტრთან სიახლოვე.  სწორედ ასეთია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი “ნამაი ვაკე,“ სადაც გაყიდვები სულ ახლახანს დაიწყო.

„ნამაი ვაკე“ ლიეტუვური კომპანიის -  Baltic Investment Group-ის პირველი პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისში, ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს და დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა. დაბალსართულიანი განაშენიანების დახურული კომპლექსი 4 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება, ჯამურად კი, 75 საცხოვრებელ სახლს და ორ სართულ კომერციულ ფართს აერთიანებს.  ამ დროისთვის სამის მონოლითური მშენებლობა და შიდა ტიხრები უკვე დასრულებულია.

„ჩვენი ვფიქრობთ, როცა  მომხმარებელი ადგილზე მოდის, უნდა დახვდეს ისეთი გარემო, რაც მას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. უნდა ნახოს, როგორ და რა მასალის გამოყენებით შენდება სახლი, სადაც შეიძლება მომავალში იცხოვროს. ჩვენ არ ვყიდით ჰაერს, ჩვენ პროექტს სრულად ვაფინანსებთ და სწორედ ამიტომ, გაყიდვები კომპლექსის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ“, - ამბობენ კომპანიაში.

კომპლექსი 5 060 კვ მეტრზეა გაშენებული და ის სამი მხრიდან მთებშია მოქცეული, რაც სუფთა ჰაერს და განსაკუთრებულ ჰავას განაპირობებს, თუმცა ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორიის გარდა, კომპანია ეკო მეგობრული გარემოს შექმნაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ტერიტორიაზე დამატებით 600-მდე ხე-მცენარე დაირგვება, რომლისთვისაც ავტომატური სარწყავი სისტემა დამონტაჟდება, მის მოვლა-პატრონობაზე კი, პროფესიონალი მებაღეები იზრუნებენ.

კომპლექსს დახურული ეზო, ბილიკები, დეკორატიული მცენარეები, დიდი და პატარა მაცხოვრებლებისთვის ფუნქციონალური სპორტდარბაზი ექნება. განსაკუთრებული ბინების ტერასებზე განთავსდება ინდივიდუალური საცურაო აუზები. ასეთ კომპლექსში 4 ბინაა, სამი მათგანი - კორპუსების ზედა სართულზე, ერთი კი, პირველზეა.
კომპლექსში სახლის მინიმალური ფართი 66 კვ.მ-დან ( 52.19 საცხოვრებელი ფართი/ 14.10 აივანი) იწყება, მაქსიმალური კი - 450 კვ-მია. ყველა სახლს აქვს აივანი და ტერასა, რომელიც  ფუნქციურად კარგად დაგეგმარებულია. ფასები „ნამაი ვაკეში“ 1 220 დოლარიდან იწყება და 1 830 დოლარამდე მერყეობს. ღირებულებაში კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილი სახლის გარდა, შედის 1, 2, ან 3 ადგილი ორდონიან ავტოსადგომზე და საწყობი. ცალკე სადგომია გათვალისწინებული სტუმრებისთვისაც. 

„ნამაის სტანდარტი“ -  ასე ჰქვია მდგომარეობას, რომლითაც სახლი მომავალ მობინადრეებს ბარდებათ, ეს კი გულისხმობს საბოლოო სამუშაოსთვის გამზადებულ კედლებს და იატაკს, Raynaers-ის მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრებს მზისგან დამცავი მინებით, იატაკქვეშა ცენტრალური გათბობის და გაგრილების სისტემას, ასევე დასრულებულ სანტექნიკას, ელექტროგაყვანილობას, ჰიდროიზოლაციით და ნატურალური ხის მასალით დამუშავებულ ტერასებს და მაღალი ხარისხის კარს.

Baltic investment group-ისთვის ხარისხი უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რის გამოც აქცენტი სამშენებლო მასალებსა და თანამშრომლების კვალიფიკაციაზე კეთდება. თითოეული დასაქმებული სპეციალურად მომზადებულ კადრს წარმოადგენს, რაც შეეხება მასალებს, მშენებლობისთვის ძირითადად გლობალური ბრენდების ნაწარმი გამოიყენება.

„სახლი ვაკეში“ კოლონებისთვის - Heidelberg-ის ბეტონს, ხოლო მიწისქვეშა ბეტონისთვის, სახურავებისა და ტერასებისთვის Penetron-ის საჰიდროიზოლაციო მასალებს იყენებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ობიექტზეა გამოყენებული. პენეტრონს მასალების მთელი კომპლექსი და ტექნოლოგია გააჩნია, რომელიც იცავს დაზიანებისგან ბეტონის კონსტრუქციებს. რაც შეეხება საყალიბე მასალებს, კედლებისთვის და კოლონებისთვის მხოლოდ  Doka-ს ბრენდი გამოიყენება, ხოლო სართულის ფილებისთვის - Peri.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თავის მობინადრეებს უსაფრთხოების მაქსიმალურ სტანდარტებს სთავაზობს - კომპლექსში არ იქნება ბუნებრივი აირი, რაც მაქსიმალურად ამცირებს რისკებს. მობინადრეებს კი, სამზარეულოში თანამედროვე, ენერგოეფექტური ინდუქციური ელექტრო ქურა დახვდებათ.

BI Group -მა ყურადღება გაამახვილა ხმის დამხშობ იზოლაციებზეც. იმისთვის, რომ ერთი მობინადრე მეორეს ხმაურმა არ შეაწუხოს, ბინებს შორის 25სმ-იანი ტიხრები გაკეთდა.  (ორი ათსანტიმეტრიანი ბლოკი, შუაში შუმანის ბაცის ხუთსანტიმეტრიანი ხმის ოზოლაციით)  რაც შეეხება გადახდის პირობებს,  2020 წლის მე-4 კვარტლამდე, მშენებლობის დასრულებამდე მოქმედებს 0%-იანი განვადება და სწორედ ეს გულისხმობს 30% და 70%-ს.

Namai Vake ევროპული ბ კლასის ენერგოეფექტურია, რასაც სიტყვების მიღმა იმ მასალების ჩამონათვალი ადასტურებს, რომელიც კომუნალური ხარჯების შესამცირებლად გამოიყენება. ფასადზე ენერგოეფექტურობისთვის Unilin - ის თბოიზოლაციის ფენები გამოიყენება, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი, იმისთვის, რომ ცხოვრება კომფორტულთან ერთად, ნაკლებად ხარჯიანი იყოს კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კომპლექსში არსებულ საერთო სივრცეებს - სადარბაზოს, ლიფტს, გარე განათებას და პარკინგს მოხმარდება.

კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება დაცვით, კონსიერჟით, დალაგების და ტექნიკური მომსახურებით. მისი დასრულება 2020 წლის მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი. უსასრულო სარემონტო სამუშაოებისგან  თავის არიდების მიზნით, მობინადრეებს რემონტისთვის 6-თვიანი ვადა მიეცემათ.
NS