მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - "საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული გვაქვს 6568 საკარანტინე სასტუმრო-ოთახი"

5e8da38fe7bfb
ინგა მურუსიძე
08.04.20 14:06
594
საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული გვაქვს 6568 საკარანტინე სასტუმრო-ოთახი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს კარანტინებში იმყოფება 4682 მოქალაქე. ისინი განთავსებული არიან მთელი საქართველოს მასშტაბით 86 სხვადასხვა სასტუმროში. მთლიანობაში გამზადებული და მობილიზებული გვაქვს 6568 სასტუმრო-ოთახი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს რეზერვი, რომელიც აუცილებელია და თუ ვითარება გაუარესდა, ეს რეზერვი მაზდ იქნება. ამ ღონისძიებებში ჩართულია მხოლოდ სასტუმრო პერსონალიდან 2000-სზე მეტი ადამიანი, ასევე ათობით და ასობით ექიმი, ვინც კარანტინს ემსახურება, ტურიზმის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ა.შ.“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მონაცემები თვითკმაყოფილების საფუძველი არ არის, თუმცა ყველა ცდილობს, რომ კარანტინში მყოფ ადამიანებს სრული კომფორტი შეუქმნან.