მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - "სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც"

5eb40e94a5a6a
ინგა მურუსიძე
07.05.20 16:10
1255
სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ისინი გაიხსნას.

„მერწმუნეთ, სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც. სალონები არის დასაქმების ძალიან დიდი სეგმენტი, ეს არის მცირე ბიზნესი. ჩვენ სწორედ მცირე ბიზნესს ვეხმარებით ყველანაირად და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ინდუსტრიების გახსნა უფრო ადრე გადმოვწიეთ და არ გავა ბევრი დრო, სანამ სილამაზის სალონებს გავხსნით, მაგრამ აქ ისევე როგორც შოპინგ მოლებში, კაფეებში, რესტორნებში, მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი და მეტია რისკი, ამიტომ კიდევ ცოტა დრო გვინდა, რომ შევამოწმოთ და ვნახოთ მათი მზადყოფნა, რათა ყველა, მეც, თქვენც, მთელი საქართველო მეტად ვიყოთ დაცული.

მე კონტაქტი მაქვს სილამაზის სალონებთან და ისინი ძალიან პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისთვის, მაგრამ გარკვეული დრო უნდათ, რომ სალონები მოამზადონ და შეიძინონ მათ შორის პირადი დაცვის საშუალებები“, - განაცხადა თურნავამ.