მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - სახელმწიფო საწარმოების გასხვისებისას მიდგომა იქნება დიფერენცირებული

5fe472ab3de14
ინგა მურუსიძე
24.12.20 15:05
697
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების მიმართ მიდგომა იქნება დიფერენცირებული. ასე უპასუხა თურნავამ bm.ge-ს კითხვას იმის შესახებ, თუ რის გაყიდვას გეგმავს მთავრობა ამ წელს.

„სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში მიდგომა იქნება დიფერენცირებული. სტრატეგიული კომპანიების გასხვისება არ იგეგმება, რაც შეეხება ისეთი კომპანიების გასხვისებას, რომელიც უფრო ეფექტურად იქნება მართული კერძო მენეჯმენტის ქვეშ, რა თქმა უნდა ის გაიყიდება. წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მიღებულმა თანხამ გადააჭარბა 2019 წელს მობილიზებულ თანხას, ამაში თავისი წვლილი შეიტანა ჩვენმა პროექტმა - 100 შეთავაზება ბიზნესს, ეს იყო პარალელური 100 აუქციონი, რომელიც სულ იმართებოდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.