მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ივანიშვილის 3-მილიარდიანი ქველმოქმედება აუდიტით არის დადასტურებული

5efb0d5923352
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.20 14:00
942
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ივანიშვილების ოჯახის კუთვნილ საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მიერ ქვეყანაში 3 მილიარდზე მეტი მოცულობის საქველმოქმედო პროექტები განხორცეილდა და ეს "საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნითაც არის დადასტურებული". 

ეკონომიკის მინისტრმა ეს განცხადება ფონდ "ქართუს" მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის შეძენასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ცოტა სერიოზული კითხვა დამისვით. ამორალურია იმაზე საუბარი, საიდან აქვს "ქართუ ფონდს" სახსრები. ყველამ კარგად იცის, რომ "ქართუ ფონდის" ერთადერთი შემომწირველი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, რომელსაც უზარმაზარი ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ამ ფონდის მიერ. საერთაშორისო აუდიტით არის დადასტურებული, რომ ეს თანხა 3 მლრდ-ზე მეტს შეადგენს. ამ ნაწილზე არ აქვთ შეკითხვები? არ სურთ ამაზე საუბარი? ძალიან გთხოვთ ბნელ ოთახშო კატას ნუ ეძებთ, დავკავდეთ საქმით", - ამბობს ნათია თურნავა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორის "ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელის" შვილობილმა კომპანიამ, შპს "ინვესტ კაპიტალმა" 2020 წლის 16 ივნისს ძველი იპოდრომის ტერიტორია, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე - ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართუზე" გაყიდა. არსებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა.