მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

5dfb8d8f381db
BM.GE
20.12.19 09:00
799
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების და ჯანდაცვის მინისტრებს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ნათია თურნავას, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ და კითხვებს დაუსვამენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გუშინ დეპუტატებს სთხოვა, მინისტრების მოსმენისთვის კარგად მოემზადონ, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამივე სფერო ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ხვალინდელ სხდომას არ დაესწრებიან.