საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი თითქმის 3.5%-ით, 81-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა; WTI-ის ღირებულებამ კი 76 დოლარს მიაღწია.
ბირჟაზე ნავთობის გაძვირება ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველ რიგში, ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით კოვიდრეგულაციების გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გადახედვას და ქვეყნის სრულად გახსნას აპირებს. ზოგადად, ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკის გახსნას პირდაპირი გავლენა აქვს მოთხოვნასა და ნავთობის ფასზე.
მეორე ძირითადი ფაქტორი აშშ-ის უკავშირდება. ფედერალური სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 3.5%-მდე შემცირდა, ინფლაციის ტემპი კი ნელდება, რაც აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე მოსალოდნელზე ადრე გადაერთვება, შესაბამისად, აშშ შეძლებს ეკონომიკის კრიტიკული შენელებისა და რეცესიის თავიდან არიდებას.
ორივე ზემოხსენებული ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენს მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებზე, ბირჟაზე არსებული ამჟამინდელი ტენდენცია კი იმაზე მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში ტრედერები ნავთობის გაძვირებას პროგნოზირებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი