მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობზე მაღალი ფასები შენარჩუნდება - როგორია პროგნოზი?

622c9a401fffd
ეგნატე შამუგია
13.03.22 00:12
3635
გასულ თვეს ნავთობის ბაზარზე განუსაზღვრელობა მაღალ ნიშნულზე რჩებოდა, რაც უკრაინის საზღვრებთან განვითარებული მოვლენებსა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მოლოდინით იყო განპირობებული. თვის ბოლოს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ორ კვირაზე მეტია ომი მიმდინარეობს. ამან კი ნავთობის ბაზრის მდგომარეობა და პროგნოზები რადიკალურად შეცვალა. სწორედ, მკვეთრად მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ მარტში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 117.0 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 29.0 დოლარით მეტია. კვირის ბოლო სავაჭრო დღეს ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი საშუალოდ 112.0 აშშ დოლარი იყო, რაც წინა დღეებში 130.0 დოლარსაც კი აღწევდა, რაც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და სანქციების მოლოდინით რუსული ნავთობის ყიდვისგან რიგი კომპანიების თავშეკავებას უკავშირდებოდა.
 
ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით

წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია


თებერვალში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ღირებულებამ ბარელზე 97.1 აშშ დოლარი შეადგინა, რაც იანვრის ფასს ბარელზე 10.6 აშშ დოლარით აღემატება. ჯერ კიდევ თებერვალში ნედლი ნავთობის ფასი საპროგნოზო მაჩვენებელი 88.0 აშშ დოლარი იყო. აღნიშნული კი რუსეთის შეჭრისთანავე ნავთობის ფასის 100.0-დოლარიან მაჩვენებელებს აცდენაა, რომელიც 2014 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. თებერვალში ბრენტის ტიპის ბარელ ნავთობზე დაფიქსირებული საშუალო ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56.0%-იანი ზრდაა. აღნიშნული აბსოლუტურ გამოხატულებაში 34.9 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან 2021 წლის თებერვალში ნავთობის საშუალო ფასი 62.3 აშშ დოლარი იყო. მთლიანად წლის მანძილზე კი პანდემიის პირველ წელთან შედარებით ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 28.9 აშშ დოლარითაა გაზრდილია, რაც 69.3%-იანი ზრდაა.

საშუალოვადიან პერიოდში ნავთობის ფასის საკმაოდ მაღალი ნიშნულია მოსალოდნელი. წლის მეორე კვარტალისთვის ბარელზე საშუალოდ 116.0 აშშ დოლარია ნავარაუდევი. 100.0-დოლარიან ნიშნულზე ნაკლები კი, წლის ბოლოსკენაა პროგნოზირებული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ომის და შექმნილი განუსაზღვრელობის პიროებში საპროგნოზო ნიშნულები მეტად სენსიტიურია. ნედლ ნავთობზე მკვეთრად მაღალი ფასების, 2020 წლის მეორე ნახევრიდან ნავთობის მარაგების შემცირების ფონზე, განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, ნავთობის ბაზარზე წარმოების და მიწოდების შეფერხებას - რამდენიმე დასავლურმა ნავთობკომპანიამ უარის განაცხადა რუსულ ფირმებთან თანამშრომლობაზე. ასევე, ზოგიერთი გადამამუშავებელი და გადამზიდავი კომპანია უარს ამბობს რუსული ნავთობის შესყიდვაა და გადაზიდვაზე. საერთოდ ჯამში, მოსალოდნელია, რომ რუსეთში ნავთობის წარმოება შემცირდება, რომლიც გლობალურ წარმოებაში რიგით მესამე უმსხვილესი ქვეყანაა. თუკი სხვა ქვეყნების ხარჯზე ნავთობის მოპოვება არ გაზარდა, აღნიშნული ფასების ზრდაზე აისახება.

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით, მიმდინარე წლის თებერვალში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 101.4 მლნ ბარელი შეადგინა, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.7 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო იანვრის საშუალო დღიურ მოხმარებას კი - 2.1 მლნ ბარელით. თუმცა, მიმდინარე პერიოდში მოხმარების დონე წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.7 მლნ ბარელით ჩამორჩება. მიმდინარე წლის თებერვალში მოხმარების დონემ პანდემიამდე პერიოდს პირველად გადააჭარბა. 2019 წლის თებერვალში საშუალო დღიური მოხმარება 101.3 მლნ ბარელი იყო.

მიმდინარე წლის მარტისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 99.5 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით არ შეცვლილა. წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.1 მლნ ბარელით ნაკლები, 99.4 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს დღეში საშუალოდ 3.2 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო პანდემიის პირველი წლის დონეს კი - 14.5 მლნ ბარელით. 2019 წელის პირველ კვარტალში საწვავის დღიური მოხმარება საშუალოდ 100.7 მლნ ბარელი იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 1.3 მლნ ბარელით აჭარბებს.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ეს გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება. თუმცა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსეთ-საქართველოს სავაჭრო პარამეტრები შემცირდება, რომლის კომპენსირება შეიძლება აზერბაიჯანის და სხვა რეგიონის ნავთობმომპოვებელი ეკონომიკების მიერ მოხდეს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.74 მლნ ბარელის ოდენობითაა პროგნოზირებული, რაც მომდევნო კვარტალში 0.73 მლნ ბარელია. ამ პერიოდში, რუსეთის წარმოების დონე დღეში საშუალოდ 10.56 მლნ ბარელია ნავარაუდევი, რომელიც წინა კვარტალთან შედარებით 0.65 მლნ ბარელით შემცირებულია.

ამდენად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და მიმდინარე ომის გამო ნავთობის ბაზარზე მდგომარეობა გაუარესებულია, რაც ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ჯამში, რუსეთის რიგით მესამე უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, რომლის საშუალო დღიური წარმოება საშუალოდ 10.0 მლნ ბარელია. თუმცა, მისი ½ -ის ჩანაცვლება ხუთი - საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ირანი, აშშ და ვენესუელა - ნავთობმომპოვებლის მიერ წარმოების გაზრდითაა შესაძლებელი. ამ ქვეყნებს არსებული მდგომარეობით ნავთობის მოპოვების საშუალოდ 4.8 მლნ ბარელით გაზრდა შეუძლიათ. სხვა ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების ნიშნულების ზრდა ფასების შემცირებაში აისახება.