მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეფხვაძე ჰესების მშენებლობაზე: ადგილობრივებს ვერ გავამტყუნებ

601bc4b23dc74
ლიკა გურაბანიძე
04.02.21 21:15
908

“ადგილობრივ მოსახლეობას ვერ გავამტყუნებ, რადგან მათ ჰესების მშენებლობიდან გრძელვადიანი სარგებელი არ აქვთ, იმიტომ რომ ისინი კონკრეტულ პროექტზე მოკლევადიანი პერიოდით დასაქმდებიან", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ქვეყანაში ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

ვეფხვაძის თქმითვე, ქვეყანაში ჰესების არსებობა მნიშვნელოვანია, რათა მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით იმპორტდამოკიდებულები არ ვიყოთ.

“დღიურად დაახლოებით 38 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოვიხმართ და აქედან 14 მლნ მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულია. ელექტროენერგიის დაახლოებით 50%-ს ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, აზერბაიჯანისგან და რუსეთისგან ვიღებთ. ცხადია ეს პრობლემაა და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ გაღრმავდება.

ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ დებატებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მაინც სოციალური საფუძველი უდევს და სოციალურ საფუძველზე აღმოცენებულია ის რაციონალური შიშები, რომელსაც შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა გამოხატავს.” - განმარტა ვეფხვაძემ.