მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI - მოსახლეობის 30% ამბობს, რომ ინტერნეტს არასდროს იყენებს

5e201666823f4
შოთა ტყეშელაშვილი
16.01.20 11:50
1269
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლების 30% ინტერნეტს არასდროს იყენებს. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ გახდა ცნობილი.

კითხვას - "რამდენად ხშირად იყენებთ ინტერნეტს?", გამოკითხულები პასუხობენ:
  • კვირაში ერთხელ მაინც - 64%
  • უფრო იშვიათად - 6%;
  • არასდროს - 30%.

ამასთან, ინტერნეტის მოხმარება უფრო აქტიური საქალაქო დასახლებებშია, რეგიონებში კი გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ინტერნეტს არასდროს იყენებს. 



კითხვაზე, თუ რას აკეთებენ ადამიანები ინტერნეტში ყველაზე ხშირად, მოსახლეობის პასუხები ასე ნაწილდება:


აღნიშნული კვლევა 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.