მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ის "გრძნეული" მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სერიალია

5e4a7b7bc5bea
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.20 00:30
1964
Business Insider-ი ანალიტიკურ კომპანია Data firm Parrot Analytics-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ორი თვის მონაცემებით, Netflix-ის „გრძნეული“ (The Witcher) მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სერიალია და გლობალურ რეიტინგებში უსწერებს კონკურენტ "Disney+"-ის სერიალს „მანდალორიელი“ (The Mandalorian).

ანალიტიკური კომპანია Parrot Analytics-ი სერიალების პოპულარობას ზომავს ორი ძირითადი კრიტერიუმით: სერიალის ნახვების რაოდენობით და მოთხოვნადობით.

Parrot Analytics-ი აღნიშნავს, რომ Netflix-ის „გრძნეულზე“ აშშ-ში მოთხოვნა შემცირებულია. აშშ-ს მონაცემებით, სერიალი მესამე ადგილზე პოზიციონირებდა „მანდალორიელის“ შემდეგ.

„გრძნეული“ და „მანდალორიელი“ ერთმანეთის კონკურენტები დეკემბრის თვიდან გახდნენ, მას შემდეგ რაც სტრიმინგ კომპანიები Netflix-ი და Disney+ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, Disney+ ნოემბერში ამოქმედდა და მასზე მომხმარებელთა უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა. Walt Disney-ის ცნობით, ახალი სერვისი 28.6 მილიონმა ადამიანმა უკვე გამოიწერა.

ანალიტიკური კომპანია Parrot Analytics-ი აღნიშნავს, რომ Netflix-ის „გრძნეულის“ პოპულარულობა მსოფლიო მასშტაბით იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ს კომპანია გლობალურად მოთხოვნადია, რაც სტრიმინგ კომპანიისთვის წარმატების გარანტია.