მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდები 5 კვირიან „ლოქდაუნს“ აცხადებს

5fd8aeb44750e
BM.GE
15.12.20 19:00
752
ნიდერლანდების პრემიერ მინისტრ მარკ რუტეს განცხადებით, დღეიდან 19 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში 5 კვირიანი "ლოქდაუნი" ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დაიკეტება არააუცილებელი მაღაზიები, კინო-თეატრები, სავარჯიშო დარბაზები, სილამაზის სალონები და სკოლები. ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, მარტის შუა რიცხვებამდე თავი შეიკავონ არაუცილებელი მგზავრობებისგან.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს თქმით, მთავრობა შობის წინ გადაწყვეტილების სიმძიმეს აცნობიერებს. ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირების მიზნით, ოფიციალური პირები მოსახლეობას სახლში დარჩენას და სამსახურებრივი საქმიანობის სახლიდან შესრულებას ურჩევენ.

შეზღუდვების მიხედვით, აიკრძალება ორ ადამიანზე მეტის შეკრება. გამონაკლისი იქნება სამი დღე საშობაოდ, როდესაც სამი სტუმრის მიღება გახდება შესაძლებელი.

ნიდერლანდებში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 632,085 შემთხვევაა გამოვლენილი; მათ შორის ვირუსით 10,168 პაციენტი გარდაიცვალა.