მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike-ი გაყიდვებით სპორტული ფეხსაცმელების წარმოების ლიდერია

60d5e86477013
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.21 23:20
765
ანალიტიკურმა პლატფორმა Statista-მ იმ სპორტული ფეხსაცმლების მწარმოებელთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელმაც ყველაზე მეტი სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვა მოახერხა.

როგორც ანალიტიკური პლატფორმა წერს, მიმდინარე წლის 31 მაისის მონაცემებით, სპორტული ფეხსაცმელების გაყიდვებით Nike-ი ლიდერობს. ბრენდმა 28 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბოტასები გაყიდა.

Statista-ს ინფორმაციით, მეორე საპატიო ადგილს Adidas-ი იკავებს. ბრენდის გაყიდვებმა ანალოგიური პერიოდის მონაცემებით 13.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მესამე ადგილი Puma-ს უჭირავს, რომელმაც 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სპორტული ფეხსაცმელი გაყიდა.

სპორტული ფეხსაცმელების მწარმოებელთა TOP-ოთხეული გაყიდვებით:

1. Nike – 28 მილიარდი აშშ დოლარი
2. Adidas – 13.7 მილიარდი აშშ დოლარი
3. Puma – 2.9 მილიარდი აშშ დოლარი
4. Under Armour – 0.9 მილიარდი აშშ დოლარი.