მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ლომჯარია ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს

5e41640ab9bd7
ინგა მურუსიძე
10.02.20 18:31
1191
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს.

მიმართვა „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა ჩართვას ეხება.

„2020 წლის 7 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბინადრობის მუდმივი ნებართვის მქონე პირებისათვის, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად, ხელმისაწვდომი გახდეს სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამები.

სახალხო დამცველის აპარატში კვლავ შემოდის განცხადებები, რომლებშიც საუბარია მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა მიერ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობის შეზღუდვის და მათი ბენეფიციართა წრიდან გამორიცხვის თაობაზე, რის გამოც, სახალხო დამცველმა სამინისტროსადმი მიმართვის წერილში აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება“, - ნათქვამია ომბუდსმენის მიმართვაში.