12.მარტი .2020 21:27

ნინო ზამბახიძე - ბიზნესი მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს

views 512
უკან

ბიზნესი მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, კერძოდ ტურიზმს და სავაჭრო ქსელებს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რაც აქვს ბიზნესს, კერძოდ ტურიზმს და მათ შორის სავაჭრო ქსელებს. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემების გადაჭრა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არ გვაქვს ძალიან სახარბიელო სიტუაცია არა მხოლოდ ჩვენ, მთელს მსოფლიოში მსგავსი სიტუაციაა. თუმცა, ძალიან დამაიმედებელი არის ის, რომ ბიზნესი ყველანაირად მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, ხოლო სახელმწიფო მზად არის, რომ ბიზნესს რა გამოწვევებიც აქვს, დაეხმაროს სწრაფ რეაგირებაში. მე ვფიქრობ, რომ ყველას პასუხისმგებლობაა ეს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად ვეცდებით, რომ უახლოეს მომავალში გადავჭრათ ყველა ის გამოწვევა, რომელიც რეალურად იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა, მათი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა და ის, რომ ყველა გაუფრთხილდეს სხვა ადამიანებს, თვითიზოლაციაც დაიცვან იმიტომ, რომ ის მოქმედებს ჩვენზეც და ჩვენც რომ შევიტანოთ წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, მინიმუმ ჯანმრთელები უნდა ვიყოთ. ყველა უნდა იყოს მობილიზებული და მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი ჩვენს საქციელზე’, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა