საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ Bm.ge-ს თავად ნინო ზამბახიძემ დაუდასტურა.
„აჭარა ჯგუფის მიერ ახალი ისტორიები რომ იწერება დაწყებული სტერეოტიპების მსხვრევით, ახალი თაობის აღზრდით, ქართული ბრენდის შექმნით, ინოვაციური პროექტებით, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ეგ არახალია, ახალი და კარგი ის არის რომ აჭარა ჯგუფი განვითარების სხვა ეტაპზე გადადის. ახალი ჰოლდინგით და მისი დირექტორთა საბჭოთი“, – დაწერა ზამბახიძემ სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და ასევე მმართველი დირექტორი ლევან ბერულავაც ჯგუფის დირექტორთა საბჭოში იქნებიან.
ცნობისთვის, "აჭარა ჯგუფი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, რომელიც აგრობიზნესის სფეროს განვითარებასაც ემსახურება.
2010 წელს კომპანიამ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Holiday Inn შემოიყვანა.
"აჭარა ჯგუფის" მიერაა შექმნილი ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდები, როგორიცაა Rooms Hotel - თბილისში, ყაზბეგსა და ბაკურიანში, ასევე Stamba Hotel და Fabrika Hostel.