27.ივლისი .2021 00:30

Nissan-ი ბრიტანეთში 400 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას განიხილავს

Nissan-ი ბრიტანეთში 400 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას განიხილავს
views 308
უკან

ავტოკონცერნი Nissan-ი დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი სანდერლენდში 400 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ იაპონურმა ავტოკონცერნმა, რომელმაც გასულ წელს დიდ ბრიტანეთში გაყიდვებით ისეთ ბრენდებს გაუსწრო, როგორც Jaguar Land Rover-ია, წელს ახალი ქარხნის ასაშენებლად თანამშრომლებს ეძებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Nissan-ი ახალ საწარმოში ელექტრონული Juke, Qashqai და Leaf-ის წარმოებას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების მოდელების განვითარებაზე კომპანია 400 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს.